აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჩინეთს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვინმე გვერდზე უნდა დარჩეს. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს იმის წინააღმდეგ, რასაც პუტინი აკეთებს. პუტინთან ჩვეული საქმის წარმოების დრო არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.