რუსთაბში მეგობრობის გამზირზე ,დაშვებული მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მცირეწლოვანი გუშინ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით ,ბავშვი ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცნის განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანს ქუთოთოსა და შუბლზე ნაკერი აქვს , აღენიშნება დაჟეჟილობები სახესა და სხეულზე.
მისივე თქმით, 4 წლის გოგოს სასოცოცხლო ფუნქციები დარღვეული არ აქვს და ის სტაბილურად კონტაქტურია.
რაც შეეხება დაშვებულ ნათლიას, როგორ მცირეწლოვანის დედა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება. მისივე განცხადებით, დაშავებულს კიდურების მოტეხილობები აღენიშნება- ოპერაციები დღეს ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა, მცირეწლივანი დედას და ნათლიას ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ, რა დროსაც მათ მოტოციკლეი დაეჯახათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადბენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.