მაგდა ჯიშკარიანის ბლოგი
პირველად მისი ოცნების შესახებ რომ გავიგე, მეგონა ხუმრობდა. მეორედაც, რომ ვკითხე, იგივე მითხრა.
რატომღაც, თავის მომავალს სამხედრო სამსახურს უკავშირებდა, რაც გულის სიღრმეში მახარებდა კიდევაც. მაგრამ ვხვდებოდი, თუ რა ურთულესი გზის გავლა იყო საჭირო ამ ყველაფრის მისაღწევად.
ადვილი ხომ არაა, ყოველდღე გადიოდე ფიზიკურ (არამარტო ფიზიკურ) ვარჯიშებს.
მანამდე მეგონა, სირთულეს რომ გაეცნობოდა გადაიფიქრებსთქო, მაგრამ ნურას უკაცრავად.
იმდენად იყო საკუთარ თავში და მის შესაძლებლობებში დარწმუნებული, რომ ეს ურთულესი პროფესია შეითავსა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტადაც უმაგრესი გოგოა!
ჰო, გოგოა. არ მოგესმათ. იგი თამუნა ჯიშკარიანია.
მე არ ვიცი რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გოგო დღეს ქართული არმიის ოფიცერია!
და ამ ყველაფერს იმით მიაღწია, რომ არასდროს ნებდებოდა, სირთულეს ღირსეულად ეპუებოდა და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა. რწმენა იმისა, რომ მას შეეძლო ამ ყველაფრის გადალახვა და იმ მიზნის მიღწევა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.
- ასჯერ უფრო საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ გოგოს ბავშვობიდან ვიცნობ.
ვიცნობ, როგორც მებრძოლ ადამიანს.
თამუნა, გილოცავ ამ წოდებას და მის ღირსეულად ტარებას გისურვებ!