LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა იყო კორონავირუსის გავრცელების მიზეზი – ჯანმოს ორგანიზაცია ვუჰანის ლაბორატორიებს ეწვია

რა იყო კორონავირუსის გავრცელების მიზეზი – ჯანმოს ორგანიზაცია ვუჰანის ლაბორატორიებს ეწვია

დაპოსტა 2021/03/31-ში
A A
107
ნახვა
გაზიარება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთში, ვუჰანში ვიზიტის შედეგად დაიწერა.
მისიის მიზანი კორონავირუსის წარმოშობის დადგენა იყო.
ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა კორონავირუსის ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიის გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამაში სპეციალური ექსპერტების მისიებიც უნდა ჩაერთონ.
“ჯგუფი ასევე ვუჰანის რამდენიმე ლაბორატორიას ეწვია და განიხილა იმის ალბათობა, რომ ვირუსი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად მოხვდა ადამიანის პოპულაციაში. თუმცა, არ ვთვლი, რომ ეს შეფასება საკმარისად ვრცელი იყო. უფრო საიმედო დასკვნების მისაღებად დამატებითი მონაცემები და კვლევები იქნება საჭირო”, – განაცხადა გებრეისუსმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯფუფმა დაასკვნა, რომ ლაბორატორიული გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, ის შემდგომ გამოძიებას საჭიროებს.
“შესაძლოა, მასში დამატებითი მისიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სპეციალური ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. მე მათი ფორმირებისთვის მზად ვარ”, – დასძინა მან.
გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის სპეციალისტებმა ვირუსის წყარო ვერ იპოვეს და ძიების პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
“ვირუსის წარმოშობის აღმოჩენას დრო სჭირდება, და ჩვენი ვალია მსოფლიოს წინაშე, რომ ვიპოვოთ წყარო, რათა კოლექტიურად მივიღოთ ზომები ვირუსის განმეორების რისკის შესამცირებლად. არც ერთ კვლევით მოგზაურობას არ შეუძლია, ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი”, – განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანმოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა ვირუსის წარმოშობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა ვერ მიიღეს.
ორგანიზაციის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინფექციის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მათი აზრით, ყველაზე სავარაუდოა ვირუსის გადადება ადამიანებზე “შუალედური მატარებლის” საშუალებით.
კორონავირუსის პირველი მატარებლები, სავარაუდოდ, ღამურები იყვნენ, მოგვიანებით, ვირუსს სხვა ცხოველების სხეულში მუტაცია შეეძლო.
კორონავირუსის “შუალედური მატარებელი” შეიძლება იყვნენ წაულები, პანგოლინები, კურდღლები, ენოტისებრი ძაღლები, შინაური კატები, კვერნები და მაჩვები.
ჯანმოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვუჰანში კორონავირუსის გაჩენა, შესაძლოა, გაყინული პროდუქტების მოწოდების გზითაც მომხდარიყო.
ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, რა პერიოდში დაიწყეს ადამიანებმა კორონავირუსით ინფიცირება. მოხსენების ავტორების აზრით, შესაძლოა, საუბარი იყოს დროის ინტერვალზე, 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის დასაწყისამდე.
ექსპერტებმა ასევე მიაქციეს ყურადღება იმ ფაქტს რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ადრე იქნა გამოვლენილი, ვიდრე ვუჰანში.
 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, მათ ჩინელ ექსპერტებთან კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. ჯანმო-ს ექსპერტები ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ, მათ შორის ძალიან იზოლირებულ BSL-4 ლაბორატორიას, რომელსაც უკავშირდება ხმები ვირუსის სავარაუდო გაჟონვისა და კორონავირუსის შესაძლო ხელოვნური წარმოშობის შესახებ, მათ ასევე მოინახულეს საავადმყოფო, “ჰუანანის” ზღვის პროდუქტების ბაზარი, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.
გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

“აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიშია ” – თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს - მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას, რასაც მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ...

დაწვრილებითDetails

“ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში,...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში
მთავარი

ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ბოლო მონაცემებით, ბეროძეების და გოგოლაშვილების უბანში 10 სახლია...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის...

დაწვრილებითDetails

ზემო ბეთლემის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო გარდაგვეცვალა ჩვენი მონაზონი თეოდოსი. პანაშვიდი დღეს და ხვალ ზემო ბეთლემის ტაძარში. გამოსვენება ზემო ბეთლემის ტაძრიდან შაბათს, დილას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"