LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ისტორიას ინახავს თითქმის 2 საუკუნის „ქუთაისის პარლამენტად“ წოდებული ცენტრალური ბულვარი

დაპოსტა 2023/10/28-ში
213
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის ცენტრალური ბაღი, “ბულვარი” თითქმის 2 საუკუნის ისტორიას ითვლის. მას ერთხელ აკაკიმ „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.

“ეს ბაღი თავიდანვე მოქალაქეთა სასეირნოდ და დასვენება-გართობის მიზნით გაშენდა. სახელიც შესაფერი ეწოდა – „ბულვარი“, რაც ფრანგულია და ნიშნავს „ხეებით დაჩრდილულ ფართო ქუჩას“. მაგრამ მისი მნიშვნელობა ამით არ შემოფარგლულა, სულ მალე თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი ფორუმი გახდა. ამიტომ იყო, რომ მას ერთხელ აკაკიმ „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.
ქუთაისს ბულვარის გაშენებამდეც ჰქონდა საქალაქო ბაღი. ეს ბაღი, რომლის დაარსებას ოფიციალური წყაროები იმერეთის მმართველს გორჩაკოვს მიაწერენ, გაშენდა 1821 წელს და დეკორატიულ მცენარეებთან ერთად შეიცავდა ხეხილს, ვენახსა და ბოსტანსაც კი. იგი, მართალია, ევროპული ტიპის პირველი საზოგადოებრივი ბაღი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში, მაგრამ აღმოსავლური საქალაქო ბაღისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც შეიცავდა, როგორც ითქვა – ხეხილს, ვენახსა და ბოსტანს. ამ ბაღმა იარსება მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დასასრულამდე და მსხვერპლად შეეწირა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებლის შენობას, მერე კი ქალაქის მოუფიქრებელ განაშენიანებას (შ. ისაკაძე, „საქართველოს პირველი საქალაქო ბაღი“, გაზ. „ქუთაისი“, 1986 წ. 18 სექტემბერი).
ქუთაისის ბულვარი გაშენდა მაშინ, როცა გორჩაკოვისეული ბაღი ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული. ბულვარის საფუძველი გახდა ჭადრის ხეები, რაც დაირგო ქალაქის დიდ მოედანზე ვ. ვებუკოვის მმართველობის დროს (1825-1828 წწ.). გაშენდა კი, ერთი ცნობით (პ. გლინესაროვისა) 1848 წელს, ხოლო კ. ბოროზდინის გადმოცემით – 1850 წელს. უნდა დავუჯეროთ პ. გლინესაროვს, რადგან იგი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად მუშაობდა სწორედ აღნიშნულ ხანებში.
ვინ იყო ბულვარის სპეციალისტი-მშენებელი, ვის მიერ დამუშავებული გეგმით და უშუალო მონაწილეობით გაშენდა იგი, არ ჩანს, შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, რომ ის ფრანგი მებაღე იყო, რადგან ბაღი, ჯერ ერთი, თავიდანვე ფრანგულ სახელს ატარებდა, მეორეც, მისი გეგმა საბაღო-საპარკო ხელოვნების ფრანგული სტილის ნიშნების მატარებელია. გარდა ამისა, იმ დროისათვის ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობა ჩვენი ქალაქის „მწვანე“ მშენებლობაში ცნობილი ამბავია.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ჩვენს ბულვარს გასული საუკუნის 50-იან წლებისათვის? გაზეთ „კავკაზის“ ერთი კორესპონდენტის ცნობით, ამ დროს იგი ასე გამოიყურებოდა: ბაღი, რომელიც კორესპონდენტს აგონებს ფართო კვადრატს, ოთხივე მხრივ შემორაგული იყო წითლად შეღებილი ფიცრული ღობით. ბაღის შიგნით ღობეს პარალელურად მიუყვებოდა ხეივანი, იყო კიდევ ორი ხეივანი, რომელიც ბაღის მთელ ტერიტორიას ჯვრის სახით ჰკვეთდა. ამ ხეივანთა გადაკვეთის ადგილზე მოწყობილი იყო მოედანი მუსიკისა და ცეკვებისათვის.
ხეივნების ორივე მხარეს გასდევდა ყვავილნარი და ტანაყრილი ხეები, რომელთა ხშირფოთლიანი ტოტები საუცხოო საჩრდილობელს ქმნიდა. აქვე იდგა ხისა და ქვის მოგრძო სკამები. ბულვარის დანარჩენი ფართობი დაფარული იყო მწვანე კოინდრით, აქ ყოველ კვირას უკრავდა მუსიკა, მწვანე მინდორზე მსხდარი, ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში ტკბებოდნენ მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმებით. სხვა დღეებში ხალხი აქ თავს იშვიათად იყრიდა.
შემდეგი ცნობა ქუთაისის ბაღის შესახებ ეკუთვნის 1870-იან წლებს. ამ დროს ბაღისათვის სიახლეს წარმოადგენდა იქ შეყვანილი წყალი და ფარდული, სადაც უკლკოჰოლო სასმელი იყიდებოდა. მ. ვლადიკინის „თანამგზავრის“ (1874წ.) მიხედვით, ბაღში მოწყობილ გუბურებზე გადაყვანილი იყო პატარა, ლამაზი ხიდები.
ბაღის კეთილმოწყობისათვის, რა თქმა უნდა, შემდგომშიც ზრუნავდნენ, განსაკუთრებით – ქალაქის თვითმმართველობის შემოღების დროიდან, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე აკეთებდნენ.
80-იან წლებში ქალაქის თვითმმართველობამ ჩაატარა ბაღის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. დაუმატებიათ ბილიკები, ხეივნები შემოურაგვავთ მსხვილი მავთულით, ბაღის დასავლეთ მხარეზე დაურგავთ ეკლიანი ბუჩქები და სხვ. ამასთან, განზრახული ჰქონიათ, ბაღი გაემდიდრებიათ ახალი დეკორატიული მცენარეებით, გაეზარდათ ფანრებისა და სკამების რაოდენობა, მაგრამ არ ჩანს, შეასრულეს თუ არა აღნიშნული სამუშაობი (ქუთაისის არქივი, ფონდი 108, საქ. 657)…
90-იანი წლებისათვის მოხერხდა ბაღისათვის რკინის მოაჯირის გაკეთება, ხოლო გარედან ქვაფენილის დაგება. ამასთან დაკავშირებით აკაკიმ მწარედ იხუმრა: „მოაჯირის სვეტები სასაფლაოს ძეგლებს ჰგვანან. დავთვალე და ზუსტად იმდენია, რამდენიც ხმოსანია ქალაქის რჩევა-გამგეობაშიო“.
მწარე, მაგრამ სამართლიანი შენიშვნა იყო… რკინის მოაჯირი ბაღს სილამაზეს უკარგავდა. შეცდომის გასწორება მოხერხდა – ბაღს მოაჯირი მოაცილეს და თავის ბუნებრივი მიჯნების ამარა დატოვეს, რითაც თითქოს ტყვეობიდან გაათავისუფლეს, თავდაპირველი სახე დაუბრუნეს, ბულვარი ახლა ქვით ნაშენ ქართული ჩუქურთმებით მორთულ მრავალსართულიან სახლებს შორის ბეჭედში ჩასმულ ძვირფასი თვალივით მოჩანს.
დაარსებიდან დღემდე ბაღში პერიოდულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მისი მცენარეულობის განახლება და შევსება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი, როცა აქ მოიტანეს და დაირგო მრავალი სახის ძვირფასი დეკორატიული მცენარე სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან.
ბაღის ნაგებობათაგან აღსანიშნავია ხის პავილიონი, რომელიც აშენდა 1888 წელს იმპერატორ ალექსანდრე III შესახვედრად, როცა ეს უკანასკნელი კავკასიაში მოგზაურობის დროს ქუთაისს ეწვია. ამის შემდეგ პავილიონი ქალაქმა გამოიყენა თეატრისათვის, მაგრამ თეატრს აქ დიდხანს არ უმუშავია. 1894 წელს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
პავილიონის თეატრის მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს საზაფხულო თეატრის კაპიტალური ნაგებობა, რომელიც აქ სრულიად მოუფიქრებლად აიგო 50-იან წლებში და ასევე მოუფიქრებლად აიღეს ორი ათეული წლის შემდეგ.
1948 წელს ბაღს, მისი კეთილმოწყობის მიზნით, აღმოსავლეთის მხრივ გაუკეთდა შესასვლელი კოლონადა.
ბულვარს, როგორც ითქვა, თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში აქ თავს იყრიდა უსაქმო, მხოლოდ გართობას მიჩვეული თავად-აზნაურობა და დროს ჭორიკნობასა და ლაზღანდარობაში ატარებდა, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვითარება შეიცვალა.
ბატონყმობის გაუქმებამ და ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა თავად-აზნაურობა საგონებელში ჩააგდო, ჩააფიქრა, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ბულვარზე არსებულ განწყობილებაში. ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხი ამ ხანების ქუთაისისა და მისი ბულვარის შესახებ წერდა: „არა თუ ბულვარი, ქუთაისის ქუჩებიც რაღაც მივარდნილად და მიყრუებულად მეჩვენაო“.
ბულვარს მეტი სიცოცხლე დაეტყო 1870-იანი წლებიდან, როცა ქუთაისში შემოღებულ იქნა საქალაქო თვითმმართველობა და სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ამ დაწესებულებათა მმართველი ორგანოების არჩევნების დღეებში ბაღი, მართლაც, პარლამენტად იყო გადაქცეული. არჩევდნენ კანდიდატთა ავ-კარგს, დავობდნენ, ქმნიდნენ მიმართულებებს და ა.შ.
შალვა დადიანის სიტყვით, აქ იყრიდნენ თავს ქუთაისის მაშინდელი ინტელიგენცია, რომელსაც მსჯელობა ჰქონდა პოლიტიკურ საკითხებზე, ადგილობრივ საჭირბოროტო საგნებზე – ქალაქის თვითმმართველობის საქმეებზე, საადგილმამულო ბანკის ვითარებაზე, ქუთაისში გაზეთის გამოცემაზე. აქვე მოისმენდით ჩვენს მწერლობაში თავის დროზე კარგად ცნობილი ერთ-ერთი თერგდალეულთაგანის კირილე ლორთქიფანიძის ჭკვიანურსა და შეუვალი ლოგიკით სავსე საუბარს, ცნობილი ადვოკატის მოსე ქიქოძის „გამყინავ კამათს“, კოტე მესხის სხარტულ გამოთქმებს და სხვ.
აქვე იყვნენ საზაფხულოდ ჩამოსული სტუდენტები, რომელთაც დინჯ საუბარში შემოჰქონდათ თავიანთი მღელვარე პროტესტის ხმები, რაც შემდეგში აჟღერდა რევოლუციურად მომართული ახალგაზრდების მძლავრ ჰანგებად და ქალაქის ბაღი ბოლოს გადაიქცა ამ რევოლუციონერთა ერთ მთავარ ლეგალურ საკრებულოდ, სადაც ცნობილი მიხა ცხაკაია თავისებური დინამიტიური საჭურვლით აიარაღებდა მის მიმყოლ „ჯგუფებს“.
1905-1907 წლების რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის წლებში ბულვარი რევოლუციური მასების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო. იგი მაშინ აბობოქრებულ ზღვასა ჰგავდა: იმართებოდა ხალხმრავალი კრებები, პოლიტიკური მანიფესტაციები, წარმოებდა რევოლუციური პროპაგანდა, ზოგჯერ კი პოლიციასა და ჯართან შეტაკებისას სისხლიც იღვრებოდა.
ქუთათურებმა 1905 წლის 14 თებერვალს ქალაქის მთავრობის მიერ პროვოცირებული სომხებისა და აზერბაიჯანელების სისხლისმღვრელი შეტაკებების საპროტესტოდ მოაწყვეს დიდი დემონსტრაცია. დემონსტრანტთა მრავალრიცხოვანი კოლონები სიმღერითა და დროშებით გაემართნენ ქალაქის ბულვარისაკენ. ბოლშევიკური გაზეთი „პროლეტარი“ ქალაქის მშრომელთა ამ გამოსვლის შესახებ წერდა:
დემონსტრანტებს თავს დაესხნენ კაზაკები ქალაქის ბულვართან და მათრახები აამოქმედეს. ამან დემონსტრანტთა საპასუხო მოქმედება გამოიწვია. ახალგაზრდები ჩაიკეტენ ბულვარში და იქიდან დაუწყეს კაზაკებს ქვების სროლა. კაზაკებმა ცეცხლმსროლელი იარაღი აამოქმედეს. ტყვია ცელავდა ხალხს… გაისმა შურისძიების და სასოწარკვეთილების ხმები, ქალებისა და ბავშვების ტირილი. დრო და დრო ისროდნენ დემონსტრანტთა მხრიდანაც. რამდენიმე სტრაჟნიკი ცხენიდან ჩამოვარდა. ქუჩაში დამდგარი სისხლის გუბიდან ამხანაგებმა სამი მოკლული მუშა აიყვანეს. ქუჩები დაცარიელდა. მთელი ეს ველური ვაკხანალია დაღამებისას დასრულდა, მაგრამ კაზაკთა აღვირახსნილი თარეში ქალაქში კვლავ გაგრძელდა…“
ქუთაისის ბაღი არაერთხელ გამხდარა შეტაკებისა და ბრძოლის არენა, მაგრამ მას ახსოვს სიხარულისა და სახალხო ზეიმის დღეებიც. ეს იყო 1908 წელს, როცა ქუთაისმა ქალაქის ბაღში დიდი ზეიმით აღნიშნა სახალხო მგოსნის, აკაკის იუბილე. საქართველოში საბჭოთა ხელსუფლების გამარჯვების შემდეგ ბაღში ყოველწლიურად იმართებოდა სახალხო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენები და ფიზკულტურული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ქუთაისის ბულვარი, როგორც ითქვა, ისტორიული ძეგლი, საბაღო-საპარკო ხელოვნების საუცხოო ნიმუშია და მას გაფრთხილება და სათანადო მოვლა სჭირდება.

მასალის მოწოდებისათვის მადლობა ლია გვენეტაძეს” – წერს სოციალურ ქსელში გვერდი უცნობი ქუთაისი.

გაზიარება85

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.2k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
100
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
177
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
152
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
240
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
1.1k
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
5.1k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
249
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
72
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
893
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».