წყალტუბოს მერია სოფელ ქვედა ქვილიშორში სასმელი წყლის ქსელისა და მაგისტრალის რეაბილიტაცია-მოწყობას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`255`021 ლარია.
შესყიდვა არის მრავალწლიანი და სამუშაოების I ეტაპი შესრულების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 (ორასათი) კალენდარულ დღეს, ხოლო II ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადაა – 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდი.