ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ჩასხმულია კოშკისა და მაჩუბის საძირკვლი (ფუნდამენტი) და მიმდინარეობს კედლების ამოყვანა-მოპირკეთების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა,
რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
ამ ეტაპისთვის შესრულებულია სამუშაოების 50%.