ქუთაისს 28 სექტემბერს, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ქალაქი და მოსახლეობა დააზარალა, თუმცა ზარალის კონკრეტული რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
მერიის ცნობით სტიქიის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლება სულ 234 ზარი შევიდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. როგორც მერიაში აცხადებენ აღირიცხება მიყენებული ზიანის ოდენობა და ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ ქალაქში გაცილებით დიდი ნალექი მოვიდა, ვიდრე სანიაღვრე სისტემას შეეძლო გაეტარებინა, მოსახლეობა კი სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.