LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისიდან ბოლონიაში ფრენები ნოემბრიდან დაიწყება

რა ზარალი მიადგება ქართულ ეკონომიკას ირანთან და ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით

დაპოსტა 2020/02/25-ში
A A
140
ნახვა
გაზიარება

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარს დაკარგოს”, – ამის შესახებ ფეისბუკ  გვერდზე ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია წერს.

“ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა, გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც.

კერძოდ, მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა:

– მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა, დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2 253 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის.

– იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა, 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2 715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის დანაკლის ნიშნავს.

ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ აშშ დოლარს.

ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია.

სამწუხაროდ, ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც… ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, – წერს ჭარაია.

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"