საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8141 ლარი ეღირება, ევრო – 2.9542 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5590 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8168 ლარი ღირდა, ევრო – 2.9498 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5568 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 თებერვალს ამოქმედდება.










