რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4-კილომეტრიანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად ფერდის დამუშავება, სადრენაჟე არხების მოწყობა და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რიკოთის ახალი გზა 8 კილომეტრით ამცირებს მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (ADB, EIB, WB) მიღებული სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.










