LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული 91 მსჯავრდებული – “რადიო თავისუფლება”

დაპოსტა 2019/10/05-ში
172
ნახვა
გაზიარება

„რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვეს შეწყალებულთა სია, თუმცა მათი სახელები ვერ მიიღეს, თუმცა ადმინისტრაციიდან უპასუხეს წერილზე, რომლითაც ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

„რადიო თავისუფლებამ“ ეს მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში გადაამოწმა.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 დეკებრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის, 2019 წლის 27 აგვისტოს – 34 ბრალდებული. შეწყალებულ პირთაგან: 17 ქალია. 74 – მამაკაცი.

2018 წლის 17 დეკემბერი – 2019 წლის 27 აგვისტო:

117-ე მუხლი – შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

140-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

160-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა

177-ე მუხლი – შეწყალებულია 24 ადამიანი. დანაშაული: ქურდობა

177-ე მუხლი, 19-177-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული – ქურდობა. ქურდობის მცდელობა

177-ე მუხლი, 258-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ქურდობა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობა.

177-ე მუხლი, 284-ე მუხლი – შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: ქურდობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა

19-177-ე მუხლი – შეწყალებულია 3 ადამიანი. დანაშაული: ქურდობის მცდელობა.

180-ე მუხლი – შეწყალებულია 4 ადამიანი. დანაშაული: თაღლითობა.

180-ე მუხლი, 19-180-ე მუხლი, 362-ე მუხლი, 372-ე მუხლი – თაღლითობა, თაღლითობის მცდელობა, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე.

19-180-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: თაღლითობის მცდელობა.

25-180-ე მუხლი – შეწყალებულია 3 ადამიანი. დანაშაული: თაღლითობაში თანამონაწილეობა.

182-ე მუხლი – შეწყალებულია 4 ადამიანი. დანაშაული: მითვისება ან გაფლანგვა.

187-ე მუხლი – შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: ნივთის დაზიანება ან განადგურება.

218-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშული: გადასახადისათვის თავის არიდება.

221-ე მუხლი, 362-ე მუხლი, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: კომერციული მოსყიდვა, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება.

260-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

276-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

მე-300 მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული:უკანონო თევზჭერა.

342-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: სამსახურებრივი გულგრილობა.

362-ე მუხლი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: თვითნებობა.

2019 წლის 27 აგვისტოს შეწყალებული ადამიანები:

108-მუხლი – შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: განზრახ მკვლელობა.

109-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

177-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები – შეწყალებულია 1 ადამიანი – დანაშაული: ქურდობა. 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2. იგივე ქმედება: ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით. ქურდობის მცდელობა.

177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები – შეწყალებულია 4 ადამიანი. დანაშაული: ქურდობა. ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ბინაში უკანონო შეღწევით; დ) ატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშული: ქურდობა. ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ბინაში უკანონო შეღწევით; დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის; დ) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ.

178-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: ძარცვა. 1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები. შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული – ძარცვა. ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ბინაში უკანონო შეღწევით; დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ე) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

178-ე მუხლის მე-3 ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ძარცვა. ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ბინაში უკანონო შეღწევით; დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ე) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ყაჩაღობა. ჩადენილი: ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით; ბ) ჯგუფურად; გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ბინაში უკანონო შეღწევით; გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: თაღლითობა. ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;ბ) დიდი ოდენობით;გ) არაერთგზის. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება.

182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: მითვისება ან გაფლანგვა. ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

182-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 341-ემუხლი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: მითვისება ან გაფლანგვა. სამსახურებრივი სიყალბე.

მე-200 მუხლის მე-3 ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით;გ) პირთა ჯგუფის მიერ.

210-ე მუხლის პირველი ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. 1. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

238 (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ცივი იარაღის ტარება. განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

260-ე მუხლის პირველი ნაწილი, 18-260-ე მუხლის მე-4 ნაწილი – შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ამ დანაშაულის მომზადება.

260-ე მუხლის პირველი ნაწილი, 18-260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ამ დანაშაულის მომზადება. ამ დანაშაულის მცდელობა.

260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. 2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

260-ე მუხლის მე-6 ნაწილი – შეწყალებულია 2 ადამიანი, დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 6. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.

260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 273 პრიმა – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება.

276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილები – შეწყალებულია 1 ადამიანი. დანაშაული: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

276-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. 2. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

276-ე მუხლის მე-5 ნაწილი, შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

338-ე მუხლის მე-2 ნაწილი – შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: ქრთამის აღება. ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) გამოძალვით; დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

339-ე მუხლის მე-2 ნაწილი – შეწყალებულია 2 ადამიანი. დანაშაული: ქრთამის მიცემა.

381-ე მუხლის პირველი ნაწილი – შეწყალებულია 1 ადამიანი, დანაშაული: განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. 1. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა“, – აღნიშნულია „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციაში.

თეგები: სალომე ზურაბიშვილისკანდალური შეწყალებებიშეწყალება
გაზიარება106

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
49
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
60
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
58
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
119
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
49
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
402
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
858
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
84
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
183
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».