„წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს ევროკავშირში, რომლებიც წლების განმავლობაში ხმალამოღებული იბრძოდნენ საქართველოს ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შემოსაღებად, ესმით, რომ ის გზა, რა გზაც აირჩია ივანიშვილმა, არ შეესაბამება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ევროკავშირისა და აშშ-ს ინტერესებშია, საქართველო განვითარდეს კატაკლიზმების გარეშე და და ჩამოყალიბდეს დემოკრატოიული საზოგადოება, რომელიც გაწევრიანდება ცივილური სამყაროს ინსტიტუტებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო“.
„ევროპრლამენტარების აქტიურობამ კონგრესმენებთან და სენატორებთან ერთად განაპირობა 8 მარტის ხელმოწერა და შემდეგ უკვე გიგი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება. გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფიგურებისა, ისეთების, როგორებიც არიან ანდრიუს კუბილიუსი, პოლონეთის ყოფილი საგარეო მინისტრი ანა ფოტიგა და სხვები, შემაჯამებელ გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ასევე წამყვანი გერმანელი პოლიტიკოსია, როცა შეაჯამა კომიტეტის სხდომა, მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა კიდეც გიგი უგულავასთან საკანში, მაგრამ ამავე დროს, ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ელოდება გათავისუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ერთგვარი ინსტრუქციაც მისცა გარკვეული თვალსაზრისით ევროკავშირის საგარეო უწყებას, რომელიც სწორედ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან არის ანგარიშვალდებული. მოუწოდა, რომ იაქტიურონ ამ თემაზე, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა, რომელიც ისედაც ძალიან აქტიურია, იმისათვის, რომ ეს საკითხი დაიხუროს და მოხდეს სიტუაციის ნორმალიზაცია საქართველოში არჩევნებამდე“, – აცხადებს კანდელაკი.










