მსახიობი ენდი ძიძავა-,, მოიცა, მოიცა…
მაპატიეთ ყველამ.
მოსკოვში ვიცხოვრე 15 წელი, ამ წლების განმავლობაში ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რუსი გავიცანი ( ცუდი და კარგი ჩვენთანაც არის. ერთ ოჯახში შეიძლება იყოს ბოლოს და ბოლოს ცუდი და კარგი), მაგრამ მყავს განსაკუთრებული სამი ადამიანი. 7 წელი ერთი კედელი გვყოფდა. ჩვენი სახლის კარებები არასოდეს იკეტებოდა ( თავად ჩემმა “ლარკამ”, ლარისა ივანოვნამ, რუსეთის სახელმწიფო კაპელის წამყვანმა მომღერალმა და მისმა არაჩვეულებრივმა მეუღლემ პროფესორმა, დირიჟორმა ანატოლი დმიტრიევიჩმა, მათმა უმაგრესმა ქალიშვილმა “ტანკამ” ტატიანა სმირნოვამ ოპერა “გელიკონის” წამყვანმა სოლისტმა მიმაჩვიეს კარების არ ჩარაზვას) და ნებისმიერ დროს მზად იყვნენ ჩემს გამო ცხრა მთა და ცხრა ბარი გადაეარათ რომ დამჭივრებოდა, დღეს რომ დამირეკონ და დროებითი თავშესაფარი მთხოვონ საქართველოში როგორ უნდა მოვიქცე ხომ ვერ მეტყვით?
Davit Gachechiladze შენ გეკითხები, დატკა, ახლა რომ ჩემმა ტანკამ ( გილაროვსკაიადან) დამირეკოს და დახვედრა მთხოვოს სადმე საზღვარზე, მერე მე გთხოვო შენ, წამომყევი და ჩამომაყვანინეთქო ( ტანიაზე მაქვს საუბარი, ლარისაც უნდა გახსოვდეს აუცილებლად, მისი დედა), დამაბინავებინეთქო უარეს მეტყვი? ან იმათ ეტყვი?
მოიცა, მოიცა,რაღაც არასწორად მითხრეს ალბათ, ჩამოვრჩი აქაურ ცხოვრებას გარკვეული მიზეზის გამო, რა გვჭირს ხალხნო? ერთი სულით-ხორცამდე პატარა კაცის გამო მთელ ერს აფუხრთხებთ? რა გჭირთ?
ჯერ ვინ მოდის? სად მოდის? როდის მოდის? და ა.შ….:))) რა გჭირთ, ხალხნო,ოეეე!
Dato Liklikadze რაღაც სისულელე დაგიწერია ახლა მითხრეს კარენინაზე, რა გჭირს? იაფფასიანი არასოდეს ყოფილა შენი იუმორი. არ გეკადრება:))
ისე გადახედე მსოფ. ლიტერატურის რეიტინგს :)) “ბოზი კარენინა” ისევ “აჯაზებს”.
Татьяна Смирнова Танечкааа, родненькая ты моя, извини что до сих пор не созванилась с тобой… Знаю у вас есть куда бежать если что, но знай у меня на Родине есть у вас, я!
Я завтра обязательно свяжусь с тобой, обязательно, честное слово?❤️??!