თუ რა გახდა ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი შესაბამისი უწყება იძიებს, თუმცა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდის ოჯახის ახლობელის თქმით, ავტომობილს რომელიც ხიდიდან მდინარე წალწითელაში გადავარდა ნასვამი მძღოლი მართავდა.
გადარჩენილ 3 ახალგაზრდას მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.
“ერთ მათგანს მეუღლე ჰყავდა ორსულად. მუცელი რომ ასტკივდა მოაკითხა მეგობარმა და წაიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა, მეზობლები. კარგი მეგობრები იყვნენ.
სამშობიაროდან, რომ მოდიოდნენ მაგ დროს გადავარდნენ ხიდიდან. მძღოლი იყო ნასვამი დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი. რომელსაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. მძიმე დაზიანებები არ მიუღია კიდევ ორ მგზავრს, რომელებიც გამოკითხვაც უკვე დასრულდა.
გარდაცვლილი გოგონა 19 წლის ავარიიდამ მეორე დღეს გახდა. ავარიისას ის ცოცხალი იყო, მანქანაში ჰქონდა ხელი მოყოლილი, ამიტომ ვერ მოხდა დროულად მისი გამოყვანა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
გარდაცვლილი ბიჭი კი 18 წლის იყო. დედისერთა, ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში…” – ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ქუთაისში დღეს დილით მოხდა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, 2 ახალგაზრდა კი ადგილზევე დაიღუპა.









