გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლის კაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ნახეს.
ცხედარს მეზობელმა მიაკვლია, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა.
მათივე თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ სასმელზე დამოკიდებულება გახდა.










