“ყოველ დღე ავარია რომ არის ჩვენს უბანში !ვინ აგებს პასუხს მაგაზე??ან ბუგორები დაამატეთ ან გაშტერებული კაიფში მყოფი მძღოლებიი შეამოწმეთ.შიშით გადავდივარ ზებრაზე,ბავშვს ხო მარტო ვერ ვუშვებ რა უბედურება გვჭირს
მოგვაქციეთ ყურადღება მუნიციპალიტეტმაა თუ შეგიძლიათ.
“
“28სექტემბერს ასტორიასთან გაჩრება რომაა, მანდ გადავდიოდით გზაზე მე და ჩემი 3 წლის შვილი და ისეთი სისწრაფით მოდიოდა მანქანა, ფერი ვერ დავინახეთ ვერავინ. გადავარჩიე ჩემი შვილი და ფეხი გადამიბრუნდა, არც შეანელა. ორივე დავეცით არადა.. ტერფის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა მქონდა. ალბათ ყველგან კამერა უნდა იდგეს და ეგაა გამოსავალი”
“ბუგორები მეორმოცე სკოლის გვერდით ბინებთან: §18,§14 ა და §23 ნომერ ბინებთანაც არის საჭირო.ისეთი სისწრაფით მოფრინავს მაქანები ,შიშით ბავშვებს ვერ უშვებენ ეზოში.”
რა გახდა ბუგორების გაკეთება ამ ნიკეას მეორე შესახვევში, კერძოდ დეილის და ორი ნაბიჯის მიმტებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერ უნდა მოხდეს ავარიები, ვინ არის პატრონი ამ დროს. შეაყარე ცერცვი კედელს. განაცხადი შეტანილია მერიაში წელიწადზე მეტია მაგრამ რა მერე
“ამ დილით ბაღში მივდიოდი და ვიცი ვინცაა მარა მიდი და უსაყვედურე აქეთ გამოგიყვანენ დამნაშავეს.ესე ბღულით შემოვარდა 9 ნომერი ბინისკენ შიშით მანქანებში შევიმალე ბავშვიანად ბაღში მივდიოდით და ორი იდიოტი რო დაგონკაობს ბეენვეებით აგერ 28 ების გაჩერებიდან პოლიკლინიკის გზაზე მართლა არ ყავს უბანს პატრინი.აბა გამოიძახე და დააყენე თავზე პატრული. რას გიზამენ,ასე არ შეიძლება მოუწოდეთ თქვენს ირგვლივ ნათესავებს შვილებს და ახლობლებს ნუ დაღუპავენ ნურც თავიანთ ოჯახებს და ნურც სხვის იჯახებს”
წერენ მოქალაქეები ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ , მათი თქმით საჭიროა გატარდეს შესაბამისი ზომები, მოეწყოს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, კამერები, რათა როგორმე მოგვარდე ის მძიმე მდგომარეობა რაც ნიკეაზე.










