„თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ცრუ განგაში იყო. დაუდგენელმა პირმა, რამდენიმე წუთის წინ, 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
ინფორმაცია „კურიერის“ ჯგუფმა ადგილზე გადაამოწმა.
როგორც გაირკვა, 112-ში ცრუ შეტყობინება შევიდა. ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლები და სამართალდამცველები ცრუ შეტყობინების ავტორის დადგენას ცდილობენ