LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

რა განხადებას ავრცელებენ ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით

დაპოსტა 2020/11/18-ში
A A
142
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა. პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში. ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპული საქართველო“, „ სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქე“, თავისუფალი დემოკრატები,“ „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“,“ ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის,“ „თავისუფლება”, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „გამარჯვებული საქართველო“ და „ თავისუფალი საქართველო“.

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

“აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიშია ” – თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს - მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას, რასაც მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ...

დაწვრილებითDetails

“ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

“ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა - მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"