LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით

დაპოსტა 2021/06/30-ში
27
ნახვა
გაზიარება

თამარ ჟვანია არის სიმბოლო იმ კრიზისის, რომელიც მივიღეთ არჩევნების შემდეგ – არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას გადადგომაზე, მას კონსულტაციები ექნებოდა “ქართულ ოცნებასთან”,- ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ფანაცხადა.

„ჩემთვის მოსალოდნელი იყო ეს გადადგომა, იმდენად დისკრედიტირებული იყო წინა პროცესი არჩევნების, რომელიც ქალბატონი ჟვანიას მეთაურობით ჩატარდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა, შემდეგ არჩევნებზე ეს პრობლემა მოეხსნა. ამიტომ, ლოგიკურია ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჟვანიას გადაიყვანენ სხვა საპატიო ადგილზე“, – გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია.

საზოგადოებრივი და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გათვალისწინებით, თამარ ჟვანია განწირული იყო ამ ნაბიჯისთვის და ის უნდა გადამდგარიყო, –  „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.

იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას,- პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი.

საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა და რეალურად გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნდა. ესაა მისი გადაწყვეტილება, რასაც პატივისცემა სჭირდება. – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

„თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს – ბადრი ჯაფარიძე

თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება, ამით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება. ერთი წევრის გადადგომით კოლეგიურ ორგანოში მდგომარეობა არ იცვლება. სისტემური ცვლილებებით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნდობა იყოს მაღალი. ერთი წევრის, თამარ ჟვანიას გადადგომით უბრალოდ ახალი თავმჯდომარე ეყოლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს ნაბიჯი იქნება კარგი იმისთვის, რომ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ახალი თავმჯდომარის დანიშვნით, უფრო მეტად გაიზარდოს. – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

ადამიანურად მესმის მისი გადაწყვეტილება, რადგან ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო.

„თამარ ჟვანიას ჩამოშორების გარეშე, ოქტომბრის არჩევნებს მის ჩატარებამდევე ექნებოდა ლეგიტიმაციის კრიზისი. რამდენადაც თამარ ჟვანია დაკავშირებულია 2018 და 2020 წლის არჩევნების მანიპულაციასთან. მას არ აქვს სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ნდობა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია, ეს ჩვენ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით უნდა დავაზღვიოთ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ხვედელიანი.

„რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არის იმ ზეწოლის შედეგი, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, მაგრამ თამარ ჟვანიას ხომ არავინ დასჯის, ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, იპოვნიან მეორე თამარ ჟვანიას. ხელისუფლება რომ აღიარებდეს გაყალბებულ არჩევნებს და სჯიდეს თამარ ჟვანიას, რა თქმა უნდა, ის ვერ იპოვის მეორე შემსრულებელს, რომელიც გააყალბებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მაგრამ, როდესაც თამარ ჟვანიამ უზარმაზარი შემოსავალი მიიღო ამ წლების განმავლობაში და ახლა ისე მიდის, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ამბობს, ოპოზიციამ ბოდიში მოუხადოსო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, იპოვნიან სხვა ადამიანს, რომელიც ისევე შეასრულებს ივანიშვილისა და კობახიძის დავალებას გაყალბებაზე, როგორც ასრულებდა ჟვანია. – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. მის მოვალეობას დროებით გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

თეგები: არჩევნებითამარ ჟვანიაპოლიტიკაცესკო
გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.7k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
105
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1.1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
85
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
415
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
52
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
42
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».