LIVE TV
პარასკევი, იანვარი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა გავლენას ახდენს ქირით ცხოვრება ჯანმრთელობაზე

დაპოსტა 2023/10/18-ში
57
ნახვა
გაზიარება

ესექსისა და ადელაიდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა ახალმა კვლევამ ქირით ცხოვრებასა და სწრაფად დაბერებას შორის კავშირი გამოავლინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ კერძო ქირავნობის გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე უმუშევრობისა და მწეველობის. როცა ანალიზში საცხოვრებელი ადგილის ისტორიული პირობები გავითვალისწინეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სწრაფ ბიოლოგიურ დაბერებასთან ქირის განმეორებადი დავალიანებები და დაბინძურებასთან/გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებიცაა ასოცირებული”, – აცხადებენ ავტორები.

მათ დაადგინეს, რომ ამის მიზეზი ქირის გადახდის ვადას გადაცილებასთან დაკავშირებული სტრესი და დაბინძურებულ არეალში ცხოვრებაა.

ასაკის მატების პარალელურად სასურველი საცხოვრებელი ადგილის კრიტერიუმები შესაძლოა, შეიცვალოს. მრავალი ხანდაზმული ადამიანი ან წყვილი ხშირად შედარებით მოკრძალებულ ადგილას გადადის ან პირადი ქირავნობის გზას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ სახლს ან ბინას უძრავი ქონების მესაკუთრისგან ან სპეციალური კომპანიისგან ქირაობს. სამწუხაროდ, ეს დიდ სტრესს იწვევს, რაც, როგორც ახალი კვლევა გვეუბნება, ნაადრევად გვაბერებს.

ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც ქირით არ ცხოვრობენ, იმავენაირად ნაადრევად არ ბერდებიან. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსგავსი პირობები ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს და მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ დასკვნის გამოსატანად მეცნიერებმა 1420 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და დნმ-ის მეთილირების გამოსაკვლევად აღებული სისხლის ნიმუშების მახასიათებლები გაითვალისწინეს.

ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები შედარებით დიდი ასაკის ადამიანებს ურჩევენ, რომ საცხოვრებლად ისეთი ადგილი შეარჩიონ, რომელიც საავადმყოფოსთან, მაღაზიებთან თუ სატრანსპორტო სისტემასთან ახლოს იქნება. ასევე, დეტალურად გაეცნონ ქირავნობის პირობებს, მაგალითად გაარკვიონ, ხომ არაა მოსალოდნელი გადასახადის მომატება, რამდენად ხანგრძლივია შეთანხმება და ა.შ.

გასათვალისწინებელია ხანგრძლივ პერსპექტივაში მოსალოდნელიც მატერიალური შესაძლებლობაც, რათა მის საზღვრებს არ გავცდეთ. ყურადსაღები ფაქტორია სახლის დაცულობაც.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 4 ნიშანს, თებერვლამდე მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელის

იანვარი 22, 2026
396
მთავარი

2026 წლის თებერვლამდე ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღოს. ეს ეხება კარიერასაც და პირად გეგმებსაც. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად ვთვლით სწორად....

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება

იანვარი 22, 2026
236
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. „ის, რომ პედაგოგი მობილურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
218
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს

იანვარი 22, 2026
112
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. როგორც უწყებაში განმაrტეს, მათ ბრალი ედებათ მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და...

დაწვრილებითDetails

სუს-ი ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდა და ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

იანვარი 22, 2026
253
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“,-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – გიორგი შარაშიძე

იანვარი 22, 2026
88
მთავარი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ირაკლი კობახიძე

იანვარი 22, 2026
59
მთავარი

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს. "დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია....

დაწვრილებითDetails

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა – ვითარება ადგილზე

იანვარი 22, 2026
87
მთავარი

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამ მოქალაქეს ბელგიაში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იანვარი 22, 2026
121
მთავარი

ბელგიაში საქართველოს სამ მოქალაქეს საპარსებისა და კბილის ჯაგრისების მოპარვისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბელგიური მედიის ინფორმაციით, 49 წლის ზურაბ კ.-მ და 38 წლის კახა ა.-მ 16-დან 19 ივლისამდე ჯამში თერთმეტი ქურდობა...

დაწვრილებითDetails

დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის – ალიევი

იანვარი 22, 2026
90
მთავარი

თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დავოსში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».