„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას.
ამ კომენტარის ამსახველი სქრინი თავად ანიტა რაჭვეილშვილმა დადო ფეისბუკზე. ფირცხალაშვილის კომენტარი რაჭველიშვილის კრიტიკას მოჰყვა ბერას მისამართით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს.
ამ კომენტარის გამო არქიმანდრიტს ფეისბუკზე მომხმარებელი აკრიტიკებენ.
მოგვიანებით მან სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა: „[რაჭველიშვილი] არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას“…
ცოტა ხანში კი ისევ დაწერა: „არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა [ბერას] ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო“.