შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, რომ რაჭაში მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავეს.
“რადიო თავისუფლების” მიხედვით, შსს-ში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ერთი ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით [ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვასა და/ან გასაღება] გათვალისწინებულ დანაშაული დანაშაულის ბრალდებით.
- ეს დანაშაული მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ქონის შემთხვევაში 11 წლამდე პატიმრობით ისჯება, დიდი ოდენობის ქონის შემთხვევაში კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, მუსიკალურ ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნარკოტიკები ნახსენები საერთოდ არ არის – წერილში საუბარია ორი ინცინდენტის შესახებ.
ერთ შემთხვევაში, დაცვის კომპანიის ყველა მცდელობის მიუხედავად, წესრიგის დარღვევის შეჩერება ვერ მოხერხდა… წესრიგი პოლიციამ დაამყარა. მეორე შემთხვევაში კი, ფესტივალზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ხელს უშლიდა ღონისძიების ნორმალურ მიმდინარეობას, მიუხედავად გაფრთხილებისა, ისევ აგრესიულად იქცეოდა. დაცვამ ის გაიყვანა ტერიტორიიდან. მოგვიანებით კი, ფესტივალის გარეთ ის პოლიციამ დააკავა” – წერია “ბეჩა ფესტივალის” 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.