LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება – ელისო კილაძის ადვოკატი

რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება – ელისო კილაძის ადვოკატი

დაპოსტა 2026/02/19-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ვინახულე [ელისო კილაძე], ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, კილაძე მიიჩნევს, რომ ბრალი, რაც მას პროკურატურამ წაუყენა, „ხელოვნურად შექმნილია“.

„საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გავეცანი ბრალდების დადგენილებას, რომელიც ქალბატონ ელისოსაც აქვს. ვინახულე, ერთად გავეცანით. რა თქმა უნდა, ის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო. ჩამოიშორეს. გააკეთებს ალბათ განცხადებას, როცა მოვა სასამართლოში. ამ შემთხვევაში, ვიდრე არ გავეცნობი საქმის მასალებს, ჩემი ნებისმიერი კომენტარი სამართლებრივად არ აღიქმება. პროკურატურა რასაც ამბობს, ამბობს მოსახლეობის დასარწმუნებლად. სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება.

[რატომ აღმოჩნდა სამიზნე] იტყვის თვითონ, მე რატომ უნდა ვთქვა? მე ადვოკატი ვარ, იურიდიულ საფუძვლებზე შემიძლია კომენტარი. რაც შეეხება მისი ცხოვრების ნიუანსებს ან პოლიტიკურ ნაწილს, მე არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო.

რადგან უდანაშაულოდ ცნობს თავს და ჩემთვის, ჯერჯერობით, ხელთარსებული დოკუმენტებით ვხელმძღვანელობ, მიმაჩნია, რომ უდანაშაულოა. მასაც მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. რა თქმა უნდა, [სასამართლოს] არც ალტერნატივას შევთავაზებთ, არც გირაოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, გელბახიანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მან მოისმინა და მის ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„მოვისმინე აუდიო, მერე რა? არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ან თუნდაც კომპლექსური ექსპერტიზა, სხვადასხვა ექსპერტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რომ გითხრათ, რომ ხელისუფლების წყაროებს სანდოობა გააჩნიათ, არ გააჩნიათ. მართლმსაჯულება არ ხორციელდება დიდი ნდობის გარემოში და პირობებში. უფრო ხშირია კერძო ინტერესები, უფრო ხშირია ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან. ეს საზოგადოებამაც იცის, თქვენც იცით და რატომ, მაინც და მაინც, აქ არ გიჩნდებათ კითხვები?“,- აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

„მე არაფერი თავის მართლება არ მჭირდება, როდესაც ადამიანი უდანაშაულოა, დოკუმენტები არის მის სასარგებლოდ და ის თავს იმართლებს“,- დასძინა გელბახიანმა.

კითხვაზე: „ხომ არ შეუთავაზებიათ კილაძისთვის, რომ ვინმეს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება“, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვის უცნობია.

„მისთვის [კილაძისთვის] ბრალის წარდგენის პროცესს არ ვესწრებოდი, სხვა ადვოკატი ესწრებოდა. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს თუ არა მისი გადასაწყვეტია. თუ არჩევანი ექნება, თვითონ გადაწყვეტს. მე კონსულტაციას გავივლი“,- აღნიშნა გელბახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
შემოსავლების სამსახური Sky News-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და...

დაწვრილებითDetails

პოლონეთის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით, 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა – იძებნება მამა, რომელიც ქართველია

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ქართველია. ბავშვს თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

საქართველოში 14 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „უარყოფითმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი...

დაწვრილებითDetails

„აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი“ – 14 წლის მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
„აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი“ – 14 წლის მოზარდს ეძებენ
მთავარი

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ლუკა კაპანაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედის თქმით, მოზარდი მას 2 დღის წინ დაუკავშირდა „2 დღის წინ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
მთავარი

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს. გოჩა ლორიას კარიერა  1965 წელს მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო...

დაწვრილებითDetails

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს
მთავარი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლის გოგონას, გაბრიელა ლახინას გარდაცვალების საქმეზე მისი დეიდა დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების ვერსიის თანახმად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კრისტინა...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითადმოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის...

დაწვრილებითDetails

„მღეროდა – უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო…“ – ახალგაზრდა ქალს ამერიკის ქართული ემიგრაცია დაემშვიდობა

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
„მღეროდა – უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო…“ – ახალგაზრდა ქალს ამერიკის ქართული ემიგრაცია დაემშვიდობა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი თეონა დიდბერიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძოდა. თეონას მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „მე მომერიდა ფოტოს გადაღება... ეს ფოტო ეკლესიის გვერდმა დადო და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, დამატებითი რეისები დანიშნა. რეისები შესრულდება თბილისი - ბათუმი - თბილისი და თბილისი - ფოთი - თბილისის მიმართულებით, 14 აპრილამდე. ბილეთების შეძენა...

დაწვრილებითDetails

10 მნიშვნელოვანი აკრძალვა წითელი პარასკევისთვის

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

აღდგომამდე დიდ პარასკევს არსებობს აკრძალვები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა დაიცვათ. არ შეიძლება მძიმე შრომა, ალკოჰოლის დალევა, ჩხუბი. არსებობს სხვა აკრძალვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობა და ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს შეუძლებელია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"