პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
„მონა ხარ“ – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ, დეპუტატი სამართალდამცავებს არ გაყვა და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.