ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ფოიერვერკების შეძენის ტენდერი შეწყვიტა.
ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილი განცხადებით 2020 წლიდან ისინი საახალწლო ღონისძიებების განმახორციელებლები აღარ იქნებიან. ამის შესახებ ტენდერის შეწყვეტის ოქმშია ნათქვამი:
“გთხოვთ დაავალოთ საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს საახალწლო ღონისძიებებისთვის ფეიერვერკების შეძენა-გასროლაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტოს, რადგან აღნიშნული შესყიდვის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს 2020 წელს, მაგრამ 2020 წლიდან საახალწლო ღონისძიებების პროგრამის განმახორციელებელი ჩვენი სამსახური არ იქნება” – მიმართა ბექა ყურაშვილმა დავით ერემაიშვილს.
შეგახსენებთ ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ათი სახეობის 1 160 ცალ ფეიერვერკს შეიძენის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 408 ლარი გამოყო
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს არანაკლებ 30 000 ლარის სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ტენდერი 7 ნოემბერს გამოცხადა, მისი შეწყვეტა 11 ნოემბერს მოხდა.