თბილისის სასწრაფო, შესაძლოა, ექიმების გარეშე დარჩეს. ადმინისტრაცია მედიკოსების მოთხოვნას ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკმაყოფილებს.
ადმინისტრაციის შენობაში პროტესტი გრძელდება. ადგილზე არიან პროფკავშირებიც.
გავრცელებული ცნობით, ექიმების და მძღოლების ნაწილი ხელმძღვანელობამ შენობაში გამოკეტა და გარეთ არ უშვებს. მეორე ნაწილი კი მოთხოვნას მენეჯმენტს გარედან უყენებს.
გარეთ დარჩენილებს ადგილზე საკვები აქვთ მიტანილი, რათა შენობის შიგნით მყოფ პროტესტის მონაწილეებს რაიმე ხერხით მიაწოდონ.
,,ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციის შენობაში პროტესტის გამოხატვის უფლება, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი პროტესტი, მშვიდობიანი, რასაკვირველია. ამას, ამ წუთში გვიზღუდავენ და რა უფლებით გვიზღუდავენ ამას, ამის გარკვევას ველოდებით ახლა,” – ამბობს პროტესტის მონაწილე. ტვ პირველის მიერ გავრცელებულ მასალაში.










