„მზის გვირილა“ ქუთაისში 2016 წელს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა მალევე ვანდალიზმის შედეგად უფუნქციო გახდა.
ენერგოეფექტური გვირილის ხეს მასზე დამაგრებული პანელების დახმარებით მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაიქმნა და დღის განმავლობაში 60, ხოლო ერთდროულად 30 მობილურის დამუხტვა შეეძლო, ახლა კი „მზის გვირილა“ სრულიად გამოუსადეგარი და უფუნქციოა და სამწუხაროდ , არც არავინ ფიქრობს მის შეკეთებას .
მაშინდელი მერის შოთა მურღულიას თქმით, 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, ზემოთ აღნიშნულ სკვერში ხელმისაწვდომი იქნებოდა WI-FI და ელექტრონული ბიბლიოთეკა. ცენტრი გაიხსნა, თუმცა სხვა დანარჩენი ლამაზ დაპირებად დარჩა.











