ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Anti-Defamation League ჟესტი „OK“ ე.წ. სიძულვილის სიმბოლოთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ინტერნეტ-მისტიფიკაცია გახდა, რომელიც თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა სერიოზულად აღიქვეს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჟესტი, როდესაც დიდი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, დანარჩენები კი გაშლილია 1800-იანი წლებიდან დასავლეთ კულტურაში „კარგიას“ ნიშნავდა. თუმცა 2017 წელს ვებგვერდ 4chan-ის მომხმარებლების გამო მას ახალი მნიშვნელობა გაუჩნდა. კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჟესტი ასოებს „WP“-ს აღნიშნავს, რაც სიტყვების white power (თეთრების ძალაუფლება) აბრევიატურაა.
ამ მისტიფიკაციის შემდეგ ჟესტი მემარჯვენე რადიკალებს შორის მართლაც ტროლინგის ინსტრუმენტად იქცა. ისინი მას დემონსტრაციეზე ხშირად იყენებენ .
ლიგაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ОК“-ს ტრადიციული მნიშვნელობის გავრცელების გამო, ადამიანი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს არ შეიძლება ჩაითვალოს რასისტად, სხვა მტკიცებულებების გარეშე.
imedinews.ge