ქუთაისში მოგზაური ტურისტების 45% ქალაქში 2 ღამით რჩება, 28% კი 3 ღამეს ათევს – ამის შესახებ ქუთაისის ტურიზმის ცენტრის კვლევაშია ნათქვამია.
კვლევის მიხედვით ქუთაისში ჩამოსვლის ძირითადად ფაქტორად მოგზაურების ყველაზე მეტი 43% პირდაპირ ფრენას ასახელებს, 15% ამბობს რომ ეს ცენტრალური და მოსახერხებელი ადგილია, 8% კი ქუთაისს ისტორიულ ძეგლების გამო ირჩევს.
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ადგილი იქნებოდა ქუთაისის ალტერნატივა, მოგზაურების ყველაზე მეტი 40% ამბობს რომ თუ არა ქუთაისი, ისინი თბილისში წავიდონენ, 23% ბათუმი- თბილისს ასახელებს, 8% კი თბილისი-მესტიას.
კვლევში, რომელიც ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრმა გასული წლის აგვისტოში ჩაატარა 560-მა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა. ეს ის მოგზაურები არიან, რომლებიც ტურიზმის ცენტრსს ესტუმრნენ. კვლევა სამ ძირითად მიმართულებას მოიცდა და ესენია. რამდენი ღამით რჩება ტურისტი ქუთაისში, რომ არ ჩამოსულიყო ქუთაისში რა იქნებოდა ამ ქალაქის ალტერნატივა და რატომ აირჩია მოგზაურმა ქუთაისი.
იმერეთში ტურისტების რაოდენობამ 2019 წელს 13%-ით მოიმატა. როგორც ქუთაისის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ 50% მოლოდინი ვერ გამართლდა, თუმცა მატება დინამიკურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ ქუთაისი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ არის, მხოლოდ 13%-იანი ზრდის მიზეზად საქართველოში ივნისში გავნივათრებული მოვლენები სახელდება.
როგორ იცვლებოდა იმერეთის ვიზიტორი ქვეყნების ტოპ 10 2012 წლიდა 2019 წლამდე