წყალტუბოში, სანატორიუმ ”მერცხალში”, ლიფტის შახტში გარდაცვლილ გოგანას საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს – ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მამაკაცი ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, როგორც ცნობილია ის შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
19 წლის გოგონა, 1 ივლისს საღამოს ლიფტის შახტში გარდაცვლილი იპოვეს.
ყოფილი სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე დამკრძალავი ბიურო და სამედიცინო ლაბორატორიაა განთავსებული, მესამე სართული მიტოვებულია.
ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შენობის სახურავიდან ჩავარდა შახტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
kutaisipost.ge