LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ არ უშვებენ საქართველოში ბლოგერს, რომლის მიმართაც რუსეთში სამართლებრივი დევნას გამოცხადებული – შსს

რატომ არ უშვებენ საქართველოში ბლოგერს, რომლის მიმართაც რუსეთში სამართლებრივი დევნას გამოცხადებული – შსს

დაპოსტა 2022/06/16-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსასთან დაკავშირებით.

 

2022 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

 

მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა.

 

მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე.

 

მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური” და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას.

 

აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით.

 

„ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი
მთავარი

თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი...

დაწვრილებითDetails

ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით 4 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმება დაიწყება
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მძღოლებისათვის გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა მატულობს. გზებზე გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ისაუბრა. ჯღარკავას ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ჩაქვში – ავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ქუთაისელი ანასტასია ამაღლობელი მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება
კულტურა

ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება. როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, პენიტენციური აქვეყნებს იმ საკვების ჩამონათვალს, რომლის შეტანასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლებენ....

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას,...

დაწვრილებითDetails

როდის უნდა ველოდოთ გაზის ტარიფის ზრდას

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

ბუნებრივი აირის ტარიფები საქართველოში 2026 წლის დეკემბრამდე უცვლელად შენარჩუნდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ამჟამად ქვეყანაში გაზის 1-წლიანი ტარიფები მოქმედებს. შეგახსენებთ, სემეკ-ის მიერ მოქმედი ტარიფების 1 წლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
მთავარი

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი. რაც შეეხება თვიურ...

დაწვრილებითDetails

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია "მაქსიმში" მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"