ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ძილის წინ მოგვიწია თავის დაბანა – დილით ამისთვის დრო არ გვექნება, ფენის ხმაური სხვებს გააღვიძებს და ამიტომ ვირჩევთ სველი თმით დაძინებას.
ეს ვარიანტი ყველაზე მოსახერხებლად გამოიყურება, მაგრამ სველი თმით დაძინება რეალურ საფრთხეებთან დაკავშირებულია. ვნახოთ, რატომ არ არის რეკომენდებული ასეთი ჩვევა:
1. თმის მტვრევადობა
სველი თმა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე მშრალი. ძილში მოძრაობის და ხახუნის დროს სველი თმა ადვილად ზიანდება და მტვრევა ძლიერდება. განსაკუთრებით შეკრულ თმაზე. სასურველია, დაძინებამდე თმა სრულად გაიშროთ.
2. გაციების რისკი
თუ სველი თმით გძინავთ კონდიცირებულ ოთახში ან ცივ ამინდში, შესაძლოა გაცივდეთ. ეს იწვევს დისკომფორტს, ღამით გაღვიძებას და ძილის ხარისხის დაქვეითებას. გაცივების თავიდან ასაცილებლად, თმა ძილის წინ კარგად გაიმშრალეთ. საჭიროების შემთხვევაში პიჟამა და თბილი საწოლი მოიმზადეთ.
3. ვარცხნილობის პრობლემები
სველი თმა ძილის დროს იღებს სხვადასხვა ფორმას, იხლართება, რაც დილით დავარცხნას ართულებს. ხშირად ასეთ თმას თავიდან დაბანა სჭირდება.
4. იმუნიტეტის დაქვეითება
დაბალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სხეულის გაცივებისას ლეიკოციტების მატარებელი სისხლძარღვები, რომლებიც ებრძვიან ინფექციას, ვიწროვდება. ამ დროს იმუნური რეაქცია მცირდება და დაავადების რისკი იზრდება.
5. ბაქტერიების ზრდა
სველი თმის და ბალიშის კომბინაცია ქმნის ტენიან, თბილ გარემოს, რაც იდეალურია ბაქტერიების განვითარებისთვის. წარმოიდგინეთ, რამდენი ბაქტერია გაიზრდება თქვენს ბალიშზე, სანამ სველი თმით გძინავთ. ამასთან, თეთრეულის ხშირი გამოცვლა დაგიცავთ ამ უსიამოვნებისგან, რადგან თმის ტენიანობა აღწევს ბალიშში.
6. იწვევს ქერტლს
თავის სითბოს და ტენიანობის ხანგრძლივი ზემოქმედება გამოიწვევს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას, როგორც თავზე, ასევე ბალიშზე. სველი თავით ძილი ართმევს სკალპს ბუნებრივ ზეთებს, რადგან ისინი ადვილად შეიწოვება ბალიშის ქსოვილში ზედმეტ წყალთან ერთად.
ბაქტერიების ზრდა და ბუნებრივი ზეთების დაკარგვა შეიძლება გახდეს ქერტლის გაჩენის ძირითადი მიზეზი, რომლის მოშორებაც ძალიან რთულია. განაგრძეთ კითხვა…