ქუთაისი ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისმა საქართველოს ისეთი საზოგადო მოღვაწეები აღუზარდა, როგორებიც არიან :
- დავით IV აღმაშენებელი- საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
- ნიკო მარი- ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
- ზაქარია ფალიაშვილი- ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.
- ვერიკო ანჯაფარიძე- ქართველი მსახიობი. საქართველოს და სსრკ ახალხო არტისტი
- აკაკი ვასაძე- ქართველი მსახიობი, რეჟისორი.
- თენგიზ სულაქველიძე-თამაშობდა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას.
- დები იშხნელები- ქართული ქალაქური ფოლკლორის (ფოლკის) სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი.
- იოსებ ოცხელი- ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
- პეტრე ოცხელი- ქართველი თეატრის მხატვარი
- მიხეილ ქორქია- ქართველი კალათბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
- მაია ჩიბურდანიძე- ქართველიმოჭადრაკე, დიდოსტატი. მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი.
- რამაზ შენგელია- ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.
- იაკობ ნიკოლაძე- ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი, ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი.










