„ილიკო კარგად არის! ფეხიც მალე მოურჩება. მადლობა ყველას გულშემატკივრებისთვის და ასეთი სიყვარულისთვის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ნინო სუხიშვილი წერს.
ცნობისთვის, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი, საკუთარი მოტოციკლეტით ბოძს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.










