ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი chanel-ის სუნამოს კამპანიაში გამოჩნდა. მატილდას ფოტო ბრენდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ის სუნამო CHANCE-ის სახეა.
აღსანიშნავია, რომ სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის ბრენდმა 4 მოდელი შეარჩია. მათ არჩევანი ახალბედა მოდელებზე გააკეთეს და ერთ-ერთი ამ მოდელებს შორის სწორედ მატილდაა.
მატილდას დებიუტი შანელის პოდიუმზე 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.
მატილდას გამოჩენას არაერთი კომენტარი მოჰყვა.
“უბრალოდ, შთამბეჭდავი მატილდა”,
“იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა”, – წერენ კომენტარებში.