LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რას წარმოადგენს წითელი წიგნი

დაპოსტა 2019/12/10-ში
868
ნახვა
გაზიარება

წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და
ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები
ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და
ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათს. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია
რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე
ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II
ნაწილი – მცენარეებს, III ნაწილი – არაორგანული ბუნების ძეგლებს.

1994 წელს „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) საბჭომ მიიღო წითელი ნუსხის ახალი სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყებენაც ძალიან ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. IUCN მსოფლიოს პირველი გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა. ის 1948 წელს დაარსდა და ამჟამად მასში 1200 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმნის. IUCN-ის მთავარ მიზანს მსიოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.
ამგვარმა ფართო და მრავალჯერადმა გამოყენებამ ცხადყო ზოგიერთი ცვლილებების შეტანის
აუცილებლობაც და მსოფლიო კონსერვაციის კონგრესმა, 1996 წელს, სახეობათა გადარჩენის კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა სისტემის გადასინჯვა. საბოლოოდ შემოღებული იქნა განახლებული სისტემა რომლის მიხედვითაც სახეობებს მიენიჭათ შემდეგი

კატეგორიები:
EX – გადაშენებული
EW – ბუნებაში გადაშენებული
CR – კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN – საფრთხეში მყოფი
VU – მოწყვლადი
NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC – საჭიროებს ზრუნვას
DD – არასრული მონაცემები
NE – არ არის შეფასებული

]წითელი ნუსხის შესახებ

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 “ცხელ წერტილს”. მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ
დონეზე.

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი
კანონმდებლობით. 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი
ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’.

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ’’წითელი ნუსხისა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შედგენა,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი
რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით,
უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.
საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე
მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული
ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების
გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად,
ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა
რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას – ყველაფერს ერთად კი მივყავართ
ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ. ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს
ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:
– 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
– 32 სახეობას – საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
– 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
– 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).
საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:
– 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
– 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
– 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
წითელ ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში სახეობათა
მდგომარეობა იცვლება და წითელი ნუსხაც საჭიროებს ცვლილებების შეტანას.

საქართველოს წითელი ნუსხა
(გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უახლეს მონაცემებს)

 

ფაუნა

ძუძუმწოვრები:
სამხრეთული ცხვირნალა/Rhinolophus euryale Blasius
მეჰელის ცხვირნალა/Rhinolophus mehelyi Matschie
გრძელყურა მღამიობი/Myotis bechsteinii Kuhl
ევროპული მაჩქათელა/Barbastella barbastellus Schreber
თახვი/Castor fiber Linnaeus
კავკასიური თაგვანა/Sicista caucasica Vinogradov
ქლუხორის თაგვანა/Sicista kluchorica Sokolov, Kovalskaya, and Baskevich
ყაზბეგის თაგვანა/Sicista kazbegica Sokolov, Baskevich, and Kovalskaya
ბრუცა/Nannospalax nehringi Satunin
ნაცრისფერი ზაზუნელა/Cricetulus migratorius Pallas
ამიერკავკასიური ზაზუნა/Mesocricetus brandti Nehring
პრომეთეს მემინდვრია/Prometheomys schaposchnikovi Satunin
წითური მემინდვრია/Clethrionomys glareolus ponticus Schreber
მცირეაზიური მექვიშია/Meriones tristrami Thomas
პაწია თაგვი/Micromys minutus Pallas
ლელიანის კატა/Felis chaus Schreber
ფოცხვერი/Lynx lynx Linnaeus
ჯიქი/Panthera pardus Linnaeus
ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus
აფთარი/Hyaena hyaena Linnaeus
წავი/Lutra lutra Linnaeus
ჭრელტყავა/Vormela peregusna Güldensthdt
თეთრმუცელა/Monachus monachus Hermann
მურა დათვი/Ursus arctos Linnaeus
ზღვის ღორი/Phocoena phocoena Linnaeus
აფალინა/Tursiops truncatus Montagu
ირემი/Cervus elaphus Linnaeus
ქურციკი/Gazella subgutturosa Güldenstaedt
დასავლეთკავკასიური ჯიხვი/Capra caucasica Güldenstaedt and Pallas
დაღესტნური ჯიხვი/Capra cylindricornis Blyth
ნიამორი/Capra aegagrus Linnaeus
არჩვი/Rupicapra rupicapra Linnaeus.

ფრინველები:
მურტალა/Podiceps grisegaena Boddaert
ვარდისფერი ვარხვი/Pelecanus onocrotalus Linnaeus
ქოჩორა ვარხვი/Pelecanus crispus Bruch
ლაკლაკი/Ciconia ciconia Linnaeus
ყარყატი/Ciconia nigra Linnaeus
პატარა ღერღეტი/Anser erythropus Linnaeus
წითელი იხვი/Tadorna ferruginea Pallas
მარმარილოსებრი/Marmaronetta angustirostris
გარიელი/Melanitta fusca Linnaeus
თეთრთვალა იხვი/Oxyura leucocephala Scopoli
თეთრკუდა ფსოვი/Haliaeetus albicilla Linnaeus
ქორცქვიტა/Accipiter brevipes Severtzov
ველის კაკაჩა/Buteo rufinus rufinus Cretzschmar
ბექობის არწივი/Aquila heliaca Savigny
დიდი მყივანი არწივი/Aquila clanga Pallas
მთის არწივი/Aquila chrysaetus Linnaeus
ფასკუნჯი/Neophron percnopterus Linnaeus
ბატკანძერი/Gypaetus barbatus Linnaeus
სვავი/Aegypius monachus Linnaeus
გავაზი/Falco cherrug Gray
თვალშავი/Falco vespertinus Linnaeus
წითელთავა შავარდენი/Falco biarmicus Temminck
მცირე კირკიტა/Falco naumanni Fleischer
ჭოტი/Aegolius funereus Linnaeus
ბუხრინწა/Tyto alba Scopoli
კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius Gmelin
კავკასიური როჭო/Tetrao mlokosiewiczi Taczanowski
რუხი წერო/Grus grus Linnaeus
სარსარაკი/Tetrax tetrax Linnaeus
თვალჭყეტია/Burhinus oedicnemus Linnaeus
ულვაშა წივწივა/Panurus biarmicus Linnaeus
წითელმუცელა ბოლოცეცხლა/Phoenicurus erythrogastrus Güldensthdt
დიდი კოჭობა/Carpodacus rubicilla Güldensthdt
ჭრელგულა ჭვინტაკა/Prunella ocularis Radde.
ქვეწარმავლები:
ხმელთაშუაზღვეთის კუ/Testudo graeca Linnaeus
კოხტა გველთავა/Ophisops elegans Menetries
თურქული ხვლიკი/Darevskia clarkorum Darevsky & Vedmederja
დალის ხვლიკი/Darevskia dahli Darevsky
აჭარული ხვლიკი/Darevskia mixta Mehely
აზიური შიშველთავა/Ablepharus pannonicus Fitzinger
დასავლური მახრჩობელა/Eryx jaculus Dumeril & Bibron
საყელოიანი ეირენისი/Eirenis collaris Menetries
ხვლიკიჭამია გველი/Malpolon monspessulanus Mertens & Mueller
დინიკის გველგესლა/Vipera dinniki Nikolsky
კავკასიური გველგესლა/Vipera kaznakovi Nikolsky.
ამფიები:

კავკასიური სალამანდრა/Mertensiella caucasica Waga
სირიული მყვარი/Pelobates syriacus Boettger.

ხრტილოვანი თევზები:
სვია/Huso huso Linnaeus
ფორონჯი/Acipenser sturio Linnaeus
ფორეჯი/Acipenser nudiventris Lovetsky
ტარაღანა/Acipenser stellatus Pallas
რუსული ზუთხი/Acipenser gueldenstaedti Brandt & Ratzeberg
სპარსული ზუთხი/Acipenser persicus Borodin.

ძვლოვანი თევზები:
მდინარის/ტბის კალმახი/Salmo fario Linnaeus
მორევის ნაფოტა/Rutilus frisii Nordmann
კოლხური ხრამული/Varicorhinus sieboldi Steindachner
წინააზიური გველანა/Sabanejewia aurata De Filippi
მექვიშია ღორჯო/Neogobius fluviatilis Pallas.
მწერები:
კავკასიური წმინდადგახვიარა/Phassus shamil Christoph
კოლხური ბრამეა/Brahmaea ledereri Rogenhofer
ღამის მცირე ფარშევანგთვალა/Eudia pavonia Linnaeus
მკრათვალებიანი ფარშევანგთვალა/Perisomena coecigena Kupido
სფინქსი მკვდართავა/Manduca atropos Linnaeus
კომაროვის სფინქსი/Rethera komarovi Christoph
ოლეანდრის სფინქსი/Deilephila nerii Linnaeus
ჯუჯა სფინქსი/Pterogon gorgoniades Hb.
კვიპაროსის მსხვილტანა/Pachypasa otus Drury
ბალკანური აბრეშუმქსოვია/Lemonia balcanica Herrich-Schhffer
დათუნელა ჰერა/Callimorpha dominula Linnaeus
მღვის ამიერკავკასიური დათუნელა/Axiopoena maura Eichwald
აპოლონი/Parnassius apollo Linnaeus
კავკასიური აპოლონი/Parnassius nordmanni Ménétriès
კავკასიური ზერინთია/Allancastria caucasica Lederer
გრუნერის აისი/Antocharis gruneri Herrich-Schaeffer
ამიერკავკასიური აისი/Anthocharis damone Boisduval
ჰევისტონის ავერდულა/Erebia hewistonii Lederer
ირანული ხავერდულა/Erebia iranica Grum-Grshimailo
რომანოვის ცისფერა/Tomares romanovi Christoph
ცისფერა მელეაგრი/Polyommates daphnis Denis & Schiffermüller
სმირნოვის მბოგელა/Apocolotois smornovi Romanoff
იფნის ჭრელურა/Zygaena fraxini Ménétriès
ველის დიდი ბაზი/Bombus fragrans Pallas
ბაზი ერიოფორუსი/Bombus eriophorus Klug
ალპური ბაზი/Bombus alpigenus Morawitz
ირანული ბაზი/Bombus persicus Radoszkowsky
იისფერი ქსილოკოპა/Xylocopa violacea Linnaeus
კურნაკოვის ბზუალა/Inotrechus kurnakovi Dolranski&Ljovuschkin
ინჯაევას ბზუალა/Inotrechus injaevae Dolranski&Ljovuschkin
მრგვალი ბზუალა/Omophron limbatum Fabricius
ალპური ხარაბუზა/Rosalia alpina Linnaeus
მზიმთას ნემსიყლაპია/Cordulegaster mzymtae Barteneff
მსგავსი ნემსიყლაპია/Onychogomphus assimilis Schneider
სამეგრელოს ტურფა/Calopteryx mingrelica Selys.
კიბოსნაირები:
კოლხური ფართოფეხა კიბო/Astacus colchicus Kessler
პევცოვის კიბო/Pontastacus pylzowi Skorikov.
ობობასნაირები:
ტივის ობობა/Dolomedes plantarius Clerck.

რგოლოვანი ჭიები:
ამიერკავკასიური ჭიაყელა/Eisenia transcaucasica Perel
ლაგოდეხის ჭიაყელა/Eisenia lagodechiensis Michaelson
ხეობის ჭიაყელა/Dendrobaena faucium Michaelsen
კინტრიშის ჭიაყელა/Alollobophora kintrishiana Kvavadze.

მუცელფეხიანი მოლუსკეისი:

ბუხის ლოკოკინა/Helix buchi Dubois&Montpereux.
ქვესახეობისები (ძვლოვანი თევზები):
პალიასტომის ქაშაყი/Alosa caspia paleostomi Eichwald
შავი ზღვის ორაგული/Salmo fario labrax Pallas
წითელტუჩა ჭერეხი/Aspius aspius taeniatus Berg
ალაზნის გველანა/Nemachilus angorae alasanicus Elanidze.

ფლორა
ფარულთესლოვანები:
ქართული ნეკერჩხალი/Acer ibericum M. Bieb. ex Willd.
დურღენი/Anabasis aphylla L.
ქართული ნუში/Amygdalus georgica Desf
ხემარწყვა/Arbutus andrachne L.
სომიეს გლერძი/Astragalus sommieri Freyn
ტანას გლერძი/Astragalus tanae K.Koch
მედვედევის არყი/Betula medwedewii Regel
სამეგრელოს არყი/Betula megrelica Regel
რადეს არყი/Betula raddeana Trautv
კოლხური ბზა/Buxus colchica Pojark
ჩვეულებრივი წაბლი/Castanea sativa Mill
სამხრეთის აკაკი/Celtis australis L.
შიშველი აკაკი/Celtis glabrata Steven ex Planchon
მცირენაყოფიანი ბალამწარა/Cerasus microcarpa C. A. Meyer
პონტური საკმელა/Cistus creticus L.
კოლხური თხილი/Corylus colchica Albov
ყამბრო/Crataegus pontica K. Koch
ალბოვის მაჯაღვერი/Daphne albowiana Woronow ex Pobed.
ცრუაბრეშუმისებრი მაჯაღვერი/Daphne pseudosericea Pobed.
ამიერკავკასიური მაჯაღვერი/Daphne transcaucasica Pobed.
გაულთერიასმაგვარი ეპიგეა/Epigaea gaultherioides Boiss.
ხემაგვარი მანანა/Erica arborea
ნახევრადეკლიანი ევერსმანია/Eversmannia subspinosa Fisch & (DC)
აფხაზეთის კურდღლისცოცხა/Genista abchasica Sachokia
მლაშობის ჩინგილი/Halimodendron halodendron L.
კაკლის ხე/Juglans regia L.
კეთილშობილი დაფნა/Laurus nobilis L.
შობერის ნიტრარია/Nitraria schoberi L.
ზეთის ხე/Osmanthus decorus Boiss. & Balansa
უხრავი/Ostrya carpinifolia Scop.
საღსაღაჯი/Pistacia mutica Fisch & Mey.
თურანულა/Populus euphratica Oliv.
ლაფანი/Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth.
დემეტრის ბერყენა/Pyrus demetrii Kutath.
კეცხოველის ბერყენა/Pyrus ketzkhovelii Kutath.
სახოკიას ბერყენა/Pyrus sachokiana Kutath.
კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev
იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev
მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey
ჭალის მუხა/Quercus pedunculiflora C. Koch.
პონტური მუხა/Quercus pontica C. Koch.
სმირნოვის შქერი/Rhododendron smirnowii Trautv
უნგერნის შქერი/Rhododendron ungernii Trautv.
ქიქოძის ტირიფი/Salix kikodseae Goerz
გარეჯის სალბი/Salvia garedji Troitzk.
ტიგრანის ანწლი/Sambucus tigranii Troitzk
სომხური ამპურა/Sorbus hajastana Gabr.
კოლხური ჯონჯოლი/Staphylea colchica Stev.
კარიაგინის ბეგქონდარა/Thymus karjaginii Grossh.
შიშველი თელადუმა/Ulmus glabra Huds.
პატარა თელადუმა/Ulmus minor Mill.
ძელქვა/Zelkova carpinifolia Pall.
შიშველთესლოვნები:
შავი ღვია/Juniperus foetidissima Willd.
მრავალნაყოფა ღვია/Juniperus polycarpos K.
ბიჭვინთის ფიჭვი/Pinus pityusa Stev.
უთხოვარი/Taxus baccata L.

თეგები: ბუნებაგადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებიეკოლოგიაზუთხიზუთხისებრი თევზებიწითელი წიგნი
გაზიარება401

დაკავშირებული -პოსტები

ლარის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი ვერ აქვეყნებს

ოქტომბერი 31, 2025
592
მთავარი

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც 17:00-ზე უნდა განახლებულიყო, ჯერ არ გამოქვეყნებულა - სებ-ში განმარტავენ, რომ მათ ვებგვერდზე ხარვეზია

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 31, 2025
343
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის...

დაწვრილებითDetails

“მგონი, კორუფციას რომ ებრძვიან, ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან” – თემურ ჭყონია

ოქტომბერი 31, 2025
53
მთავარი

„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია - გზები არ შენდება, უხარისხოა, ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება?-...

დაწვრილებითDetails

განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი – შალვა კირთაძე

ოქტომბერი 31, 2025
22
მთავარი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც...

დაწვრილებითDetails

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 31, 2025
722
მთავარი

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ,,სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს თბილისის #45...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ადვოკატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

ოქტომბერი 31, 2025
108
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია, - აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „პოზიციას მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ბრალს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩაზე ღვარსადენისა და გზის საფეხმავლო ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

ოქტომბერი 31, 2025
18
მთავარი

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩაზე ღვარსადენისა და გზის საფეხმავლო ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ადგილზე ასევ დაგეგმილია მაგისტრალური ღვარსადენის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. (NAT250019059) შერვაშიძის ქუჩაზე ღვარსადენის რეაბილიტაცია უკვე წლებია...

დაწვრილებითDetails

ხონში ექიმ ესტატე ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა

ოქტომბერი 31, 2025
15
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ექიმ ესტატე ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.როგორც ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ესტატე ჩხენკელი გამორჩეული მამულიშვილი იყო და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს.„ხონს განსაკუთრებული წარსული და...

დაწვრილებითDetails

2025 წლის სექტემბერში მშპ 6.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

ოქტომბერი 31, 2025
6
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025...

დაწვრილებითDetails

ზვიად ცეცხლაძის მამამ იზოლატორი დატოვა

ოქტომბერი 31, 2025
19
მთავარი

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია – სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ იზოლატორი დატოვა. ცეცხლაძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».