ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება. Ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.
Რას უკავშირდება ‘გვირილობის’ დღესასწაული?
„გვირილობა“, ანუ ‘ქუთაისქალაქობა’ როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
Პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. Დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის “გვირილობა” გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში ტარდებოდა. Ამ დღეს ქუთაისში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.
ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე 1919 წლიდან “გვირილობის” დღესასწაული შემდგომი 60 წელი აღარ ჩატარებულა. თუმცა, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, გვირილობაანუ ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად აღინიშნება.