ნათია თურნავას თქმით, გიდები, ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სპეციფიკური ჯგუფი ადამიანების, სპეციალისტებისა, მიკრომეწარმეებისა, ვინც ასევე საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდა ტურისტულ ინდუსტრიაში.
„მათთან გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც პირველ რიგში იქნება იქითკენ მიმართული, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, იმიტომ, რომ ეს პრობლემაც დაგვიდგა. ასევე, მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაც. ეს გიდებიდან წარმოსული მოთხოვნაა, რომელსაც ხელს შევუწყობთ. ჩვენ დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას. ეს დასაქმების პროგრამა შესთავაზებს მათ გარკვეულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და სხვადასხვა ობიექტებში,”- განაცხადა თურნავამ.










