26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა და ცნობილია, როგორც “იასამნისფერი დღე”
მას საფუძველი კანადაში 2008 წელს ჩაეყარა, ეპილეფსიის მქონე გოგონას – კასსიდი მეგანის ინიციატივით.
ამ დღის მიზანია ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს არასწორი ინფორმაციისა და სტიგმების შემცირებას. სწორედ ამ მიზნითა და ეპილეფსიის მქონე ადამიანების/მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის ქრონიკული დაავდებაა.
რატომ იასამნისფერი
იასამნისფერი მტკიცედ არის დაკავშირებული ეპილეფსიასთან, რადგან დადასტურებულია, რომ მოქმედებს როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი და ანტიკონვულანტი.
გაგვიზიარეთ რა არის თქვენი იასამნისფერი მომენტი ამ დღეს. ეს შეიძლება იყოს იასამნისფერი თმა,ნამცხვრის საცხობი,ტანსაცმელი ან სხვა.
გვახსოვდეს,ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან!
