LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რას ითვალისწინებს “საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ” მიმართული კანონპროექტი

დაპოსტა 2020/12/17-ში
6.8k
ნახვა
გაზიარება

“გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება2715

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერი 15, 2025
411
მთავარი

სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...

დაწვრილებითDetails

29 წლის მოდელს დანით 60 ჯრილობა მიაყენეს

ოქტომბერი 15, 2025
468
მთავარი

მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა

ოქტომბერი 15, 2025
2.5k
მთავარი

"პირველების" იფორმაციით, ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. TV პირველს ეუბნებიან, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი. პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებითაა-დავით ფანჩულიძე

ოქტომბერი 15, 2025
50
მთავარი

"ჩვენი პროგრამის,  აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა დაზინებისაგან, რაც პრაქტიკულად მიღწეულია მიმდინარე წელს, რაც გამოიხატება იმაში რომ წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებით არის . ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ოქტომბერი 15, 2025
190
მთავარი

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა...

დაწვრილებითDetails

დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება- სუს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
278
მთავარი

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია”

ოქტომბერი 15, 2025
38
მთავარი

ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს. სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია...

დაწვრილებითDetails

ბრიტანეთში ვირებმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქტომბერი 15, 2025
52
მთავარი

ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი,...

დაწვრილებითDetails

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვაკანსიებს აქვეყნებს

ოქტომბერი 15, 2025
50
მთავარი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. გაეცანით პოზიციებს, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
808
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».