- ,,რას გვასწავლის ახალი კორონავირუსი? ნუ მოატყუებ საკუთარ ხალხს. ტყუილი N1. პირბადე არ არის საჭირო, ის საშიშიც კია… კორონავირუსის გავრცელების გარიჟრაჟზე ბუნებრივია პირბადის მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა და შეიქმნა მისი არნახული დეფიციტი მთელს მსოფლიოში, ეს ყველამ კარგად ვიცით, ხოდა იმის ნაცვლად, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება აგვეხსნა მოსახლეობისთვის ჩვენ რა გავაკეთეთ? ლამის ნიღაბი გამოვაცხადეთ დამნაშავეთ. ტყუილი N2. მიუხედავად უამრავი კრიტიკისა, ახალი , ქართული ნიღაბი კარგია, რომ შეიკერა. არ დავიწყებ აქ მის დახასიათებას, უბრალოდ ვიტყვი ეს არის უკვე დავიწყებას მიცემული ჩვეულებრივი მარლის ნიღაბი, რომელიც არ წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ანტივირუსული დაცვის თვალსაზრისით, და მისი მონათვლა თანამედროვე მედიცინის საოცრებად არ შეიძლება, ტყუილია… პოპულისტური და სასაცილო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ამ ნიღბით ისეთი ქირურგები მუშაობდნენ, მსოფლიოს, რომ აზანზარებდნენ არაფრის მთქმელია. ოპერაციის დროს ქირურგის პირბადეს სულ სხვა ფუნქცია აქვს. ვთქვათ სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს. ავუხსნათ ხალხს ყველაფერი. ექიმებმა დააღწიეთ თავი პოლიტიკურ და რელიგიურ მარწუხებს. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ხალხზე, ყველაზე მაღლა ადამიანის სიცოცხლე დგას და მისი ბედნიერება. ასე რომ გაიკეთეთ ნიღაბი, ის თქვენ გიცავთ და იცავს თქვენს გარშემომყოფთ.”-წერს ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი გეგია
ვალუტას განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...