LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რას გეგმავს ქუთაისის მერია ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

დაპოსტა 2023/03/06-ში
441
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს”

? ️ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ფუნქცია და მდგომარეობა, ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ათწლეულების მანძილზე. ნაგებობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს , როგორც პროექტირების ფაზაში ჩატარებული ექსპერტიზები (დასკვნები), ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული დამატებითი საექსპერტო კვლევები.
? ️მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ჩვენი სურვილი იყო შეგვენარჩუნებინა შენობის ფასადი მაინც. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომელმაც უზრუნველყო ფასადის დროებითი დამაგრება. თუმცა, პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, არსებითად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
?️ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო ორგანიზაციისა და პროექტის ავტორის პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს:
?️ არსებული ფასადის 3D სკანირება;
რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირება;
არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება;
მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად;
ახალი შენობისთვის ძველი შენობის პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნება.
ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია “ართვინ ჯორჯია” ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს “ნს სტუდიომ” მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა – ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

თეგები: მუზეუმი
გაზიარება176

დაკავშირებული -პოსტები

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 20, 2025
303
მთავარი

ვერძი   დღე მოგიტანთ ენერგიის მატებას. სამუშაოში ინიციატივა შედეგიანად დაგიბრუნდებათ. საღამოს მეტი დასვენება არ გაწყენდათ.     კურო   ფინანსურ საკითხებში სიზუსტე დაგჭირდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა, რომელიც განახლებულ მოტივაციას მოგცემთ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
116
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
248
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
180
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
280
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
58
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
10
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
11
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
38
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
17
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».