დაადო თუ არა 4 ოქტომბრის საქმეს საგამოძიებო უწყებამ გრიფი? – გამოკითხვიდან გამოსულმა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწირენეს და დაკითხვის დეტალებზე ბევრს ვერაფერს იტყვის.
როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმედ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათ
მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ფედერალისტების ლიდერთან კითხვები პროკურორებს, სავარუდოდ, მის საჯაროდ გაეკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ექნებათ.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო ჩართული.