გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი ჯერ არ გეგმავს Leopard 2-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ბერლინი ვერ გამორიცხავს აღნიშნული ტანკების უკრაინისათვის მიწოდებას.
გასულ კვირას გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს.