მარინა ოვსიანნიკოვა – ყველაზე მამაცი ქალი რუსეთში, რუსეთის პირველი არხის რედაქტორია. ეთერში შეჭრამდე ჩაწერა ვიდეო, სადაც ამბობს:
“დანაშაულია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აწევს მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისს: ეს ადამიანია ვლადიმირ პუტინი. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი – რუსი. ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ჩემი ეს ყელსაბამიც სიმბოლოა იმის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები პირველ არხზე ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული. ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რადგან ნებას ვიძლეოდი, ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილი ელაპარაკათ; მრცხვენია, რადგან ნებას ვრთავდი, რუსი ადამიანები დაეზომბებინათ. ჩვენ ვდუმდით 2014-ში, როცა ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ ჩუმად შევცქეროდით ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენ, მოფიქრალ და გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ მთელი ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, არაფერი არ მოხდება, ყველას ვერ დაგვიჭერენ”.
თარგმნა დათო პაიჭაძემ.










