LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/06/18-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ვერაფერს ვერ ავუხსნით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მისი გუნდის ამოცანაა, ელაპარაკონ ევროკავშირის მოქალაქეებს და და აჩვენონ, „თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი.

პაპუაშვილის განმარტებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აუხსნან, რომ „მათი ფული მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილისა და ზიზღის დათესვაში, რათა შემდეგ ისინი მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოსთხოვონ პასუხი ამ მავნებლობისთვის“.

„რაც შეეხება ანტი-ქართულ ჯგუფებს ევროპის პარლამენტში, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ, ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეულ პერფორმანსს ევროპარლამენტის შენობაში და აპირებდნენ, სავარაუდოდ, ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას. ძალიან ველოდებოდი მე ამ პერფორმანსს და წარმომედგინა. მათი ფანტაზია ძირითადად ასეა ხოლმე – ფოტოებს ბეჭდავენ, დგანან და ითხოვენ. გვახსოვს ყველას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსით. ველოდებოდი მე ამ მომენტს და ვფიქრობდი, როგორც კი დავინახავდი ამ ფოტოს, რომელზეც იქნებოდა მორიგი მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც „Free Misha” ეწერა, ერთად დავაწებებდი და დავდებდი „ფეისბუკზე“. და რა ნახა ჩემმა თვალებმა, არც კი დამჭირდა ეს – ვნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია, ყველა ადამიანი მათ ერთ ქვაბში ჰყავთ მოხარშული – ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტი-ქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში, ეს არის სირცხვილი ევროპის, ეს არის სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში.

რაც შეეხება (რეზოლუციის) ალტერნატიულ პროექტს, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში. გვინდა, ვიხილოთ საღი აზრი, გვინდა ვიხილოთ იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრზე, ელემენტარულ საბაზისო გაგებაზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე მოქმედებენ და კარგია, რომ სულ უფრო მძლავრდება და ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში. ზუსტად ასეთი ევროკავშირისკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტი-ქართული ჯგუფებისკენ ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ, საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ საკუთარი შიშების დასაძლევად, ასე რომ, მისასალმებელია, თუ კი ალტერნატიული აზრი სულ უფრო მეტად და მეტად ფეხს იკიდებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ვერაფერს ვერ ავუხსნით.

ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვეძიოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძლიერდებიან, მათ შორის, ველაპარაკოთ მოქალაქეებს, ვაჩვენოთ, თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი და თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა მოსთხოვონ პასუხი იმ ფულის ხარჯვაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილისა და ზიზღის დათესვაში ქართულ საზოგადოებაში. ეს თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეძლონ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ავუხსნათ ეს, რათა შემდეგ ისინი მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოსთხოვონ პასუხი იმ მავნებლობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხანდახან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. მოსამართლის მიერ...

დაწვრილებითDetails

“ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, მათი ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და...

დაწვრილებითDetails

მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა
მთავარი

მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფი "ტაქსის", Children's Medicine-ის და Georgian Dance Empire-ის ფრონტმენი იყო.

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს: „ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთის სახელით გამომსვლელ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ (90 კგ-ში)...

დაწვრილებითDetails

ივნისის ბოლოს ოთხი ზოდიაქოს ნიშანის ცხოვრება შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2025 წლის ივნისში ღრმა სულიერ განსაცდელებს გაივლიან. ვერძი ვერძები ასტროლოგიური მოვლენების ცენტრში არიან, რადგან სატურნი და ნეპტუნი მაისის ბოლოს მათ ნიშანში შევიდნენ, რაც საფუძველს...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

პირველ ჯგუფში  ვანგამ შეიყვანა ზოდიაქოს წრის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება თავიანთ გზაზე და მიაღწიონ ყველაფერს, რაც სურთ. გარდა ამისა, ნათელმხილველმა თითოეულ მათგანში დაინახა ნათესაური სული, რაც...

დაწვრილებითDetails

“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე
მთავარი

ირანელი ხალხი არ დანებდება, - ასე გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას. „ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"