“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, იმიტომ, რომ რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ. საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით.” – ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე
ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...










