ხოფის ბაზრობაზე, ხანძრის შემდგომ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერის მოვალეობის შესმრულებელთან ერთად გაეცნო.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა, ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.
„რამდენიმე წუთის წინ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ დაშავებულები არ გყავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა სახით მოხდება ზიანის ანაზღაურება და მოქალაქეების დახმარება. ვიცით, რომ ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია რომ სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდნარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ჩიქოვანმ










