ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს.
საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი შენახვის ვადა. თუ მას არ დავიცავთ, პროდუქტი დაკარგავს საკვებ და გემოვნურ ღირებულებებს.
აშშ-ის სოციალური მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაყინული პროდუქტები დიდხანს არ ფუჭდება, მაინც არ ღირს მათი ზედმეტად დიდხანს შენახვა.
რამდენ ხანს ინახება ხორცი საყინულეში?
ყველაფერი ხორცის ტიპზეა დამოკიდებული:
ღორის ხორცი – მაქსიმუმ ,12 თვე
ძროხის, ინდაურის ან ქათმის ხორცი – დაახლოებით 9 თვე
ფარში – 4 თვემდე
მომზადებული (შემწვარი/მოხარშული) ხორცი – არაუმეტეს 3 თვისა
თუ ხორცი საყინულეში უფრო დიდხანს დარჩება, შესაძლოა, გამოვლინდეს:
ხარისხის გაუარესება – უხვად გაიფანტება ტენი და ხორცი გახდება მშრალი და უხეში
ფერის შეცვლა – ხანგრძლივი შენახვისას, ხორცი შეიძლება გაშავდეს ან გადაეკრას ნაცრისფერი ფერი
სუნის შთანთქმა – ხორცი შეიწოვს საყინულეში არსებულ სხვა პროდუქტების სუნს, რაც გემოს შეცვლის
სხვა პროდუქტების საყინულეში შენახვის ვადები:
ხილი (ციტრუსების გარდა) – 1 წელი
ბოსტნეული – 1 წელი
რძე – 6 თვე
კარაქი – 9 თვე
ციტრუსები – 3 თვე
უცხიმო თევზი – 6 თვე
ცხიმიანი თევზი – 3 თვე
ნაყინი – 2 თვე
კონსერვირებული ზღვის პროდუქტები – 2 თვე
ყველი – 1 თვე